აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს დაესწრო

13 ივლისი, 2019

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ცერემონიას ესწრებოდნენ აჭარის მინისტრთა კაბინეტის წვრები, მათ შორის აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე.

საერთაშორისო დღის ფარგლებში საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აჭარის მთავრობის ჯილდო „პოსტ მორტ“ მიენიჭა შორეული ნაოსნობის კაპიტანს ომარ ფირცხალავას და საზღვაო აკადემიის ღვაწლმოსილ თანამშრომელს, პოლკოვნიკ კანდიდ მიქატაძეს.

პრეზიდენტის ღირსების მედლით დაჯილოვდნენ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ქალი მეზღვაური კაპიტნის სავახტო თანაშემწე ნათია ლაბაძე, დამოუკიდებელი საქართველოს საზღვაო დარგის ერთ-ერთ შემოქმედი, საზღვაო კოდექსის ერთ-ერთ თანაავტორი, ლუიზა წვერავა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები