აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ტიტე აროშიძე მოლდოვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

13 ივლისი, 2019

დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ მოლდოვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გეორგ ლეუკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ციტუსის ექსპორთან დაკავშირებით, მინისტრმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ქართული მანდარინის საექსპორტო შესაძლებლობების შესახებ და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრა.

ტიტე აროშიძემ ასევე აჭარაში აგროსასურსათო სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე წელს დაგეგმილ საქმიანობასა და აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები