აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

კონფერენცია თემაზე: "კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები"

23 ივლისი, 2019

საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა XVIII პოლიპროფილურ სამედიცინო კონფერენცია: "კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები".

კონფერენცია აკრედიტებულია თსსუ-ს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ და მასში მონაწილე ექიმებზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი და კრედიტ-ქულები.

კონფერენციის მიზანია ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.

კონფერენციის ფარგლებში აჭარის ავტნომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, ენდოკრინოლოგს, დიაბეტოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, პროფესორ - რამაზ ყურაშვილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის დაავადებათა მკურნალობისა და პრევენციის, ასევე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში შეტანილი წვლილისათვის სიგელი გადასცა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები