აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ზაალ მიქელაძემ ღვაწლმოსილ ექიმს სიგელი გადასცა

16 ივლისი, 2019

აჭარის ავტნომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, ღვაწლმოსილ ექიმს, მემედ შანიძეს დაბადებიდან 80 წლის იუბილესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის სიგელი გადასცა.

მემედ შანიძე 2014 წლიდან დღემდე მუშაობს სს "საზღვაო ჰოსპიტალში" ოჯახის ექიმად. წლების განმავლობაში მუშაობდა ქედის მუნიციპალიტეტის რაიონული საავადმყოფოს მთავარ ექიმად, ამავე კლინიკის თერაპიული განყოფილების გამგედ, ასევე მახუნცეთის საუბნო საავადმყოფოს, დანდალოს საექიმო ამბულატორიისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმად.

ფლობს სახელმწიფო სერთიფიკატებს თერაპიული, სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და ოჯახის ექიმის სპეციალობით.

მიღებული აქვს მედალი შრომითი მამაცობისთვის, მინიჭებული აქვს დამსახურებული ექიმის წოდება და არის ქედის მუნიციპალიტეტის დამსახურებული მოღვაწე და საპატიო მოქალაქე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები