აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

მედია სემინარი ტუბერკულოზის თემაზე

06 ივლისი, 2019

სასტუმრო „ჰილტონში“ ტუბერკულოზის თემაზე მედია სემინარი მიმდინარეობს. სემინარს აჭარის მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებიან.

შეხვედრა ჯანმრთელობის კვლევის კავშირისა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება.

სემინარის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გახსნა. ჟურნალისტებს მიესალმა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე.

სემინარზე მოხსენება წარადგინა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.

საქართველოში უკანასკნელ წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენცია. მიუხედავად ამისა, საქართველოს მაჩვენებელი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს. 2017 წელს, საქართველოში, ყველა ფორმის ტუბერკულოზის 2927 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 2131 ახალი შემთხვევაა.

ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემად რჩება რეზისტენტული, მათ შორის ექსტენსიურად რეზისტენტული ტუბერკულოზი, რომლის პროცენტული წილი ტუბერკულოზის საერთო შემთხვევებში მაღალია და აღემატება ევროპის მაჩვენებლებს.

2018 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში ჩატარდა გაეროს ტუბერკულოზისადმი მიძღვნილი ასამბლეა, რომელსაც ესწრებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის საქართველოდან. ასამბლეაზე მიიღეს დეკლარაცია, რომლის თანახმადაც 2030 წლისთვის უნდა მოხდეს ტუბერკულოზის ელიმინაცია მსოფლიოში, რისთვისაც უნდა მოხდეს ამ დაავადებასთან ბრძოლისთვის სხვადასხვა სტრუქტურების კონსოლიდირებული ძალისხმევა, რათა მნიშვნელოვნად შემცირდეს ტუბერკულოზით ინფიცირების შემთხვევები.

ამ პროცესში დიდია მედიის როლი, რომლის ჩართულობა ტუბერკულოზის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები