აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ფორბსისა და კოსმოპოლიტანის ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებს ამზადებენ

26 ივლისი, 2019

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ფორბსის, კოსმოპოლიტანისა და რეიტინგული ყაზახური ონლაინგამოცემა „ტენგრი ნიუსის“ ჟურნალისტები სტუმრობენ. ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები რეგიონში მოგზაურობის შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ. დღეს ისინი ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ინფრასტრუქტურას ეცნობიან. სამდღიანი ტურის განმავლობაში კი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მტირალას ეროვნულ პარკს, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმსა და ქედის ტურისტულ მარშრუტს ეწვევიან. რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ მომზადებული სტატიები და რეპორტაჟები ბელარუსში, ყაზახეთსა და უკრაინაში აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება.

„ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვაჩვენოთ პოტენციურ ტურისტებს სტატიებით, რეპორტაჟებით, ბლოგებითა თუ სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებით, რომ ჩვენთან დასვენება არის უსაფრთხო, ტურისტულად მრავალფეროვანი და საინტერესო. კოსმოპოლიტანისა და ფორბსის შემდეგ ჩვენ ველოდებით ჟურნალისტებს ვოგიდან, L’Officiel- დან, ZOE Magazine- დან და სხვა ცნობილი გამოცემებიდან. ჩვენი ორგანიზებით ბოლო ერთ თვეში  რეიტინგულ მედიასაშუალებებში აჭარის შესახებ მომზადებული 40-მდე სტატია, რეპორტაჟი და ბლოგი გამოქვეყნდა და ეს პროცესი ბუნებრივია გაგრძელდება,' განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.
დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარაში წელს სამიზნე ქვეყნებიდან რეიტინგული მედიისა და ტურისტული კომპანიის 370-ზე მეტმა წარმომადგენელმა იმოგზაურა. დეპარტამენტი ჟურნალისტების მოწვევას რეგიონში წლის ბოლომდე გააგრძელებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები