აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამუშაო შეხვედრა თემაზე - „გენდერი და ლიდერობა“

29 ივლისი, 2019

2019 წლის 29 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ბათუმში GIZ-ის სამართლის პროგრამისა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს შეხვედრა თემაზე - „გენდერი და ლიდერობა“.

დღეს, სამუშაო შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

შეხვედრის ფარგლებში საუბრები შედგა თანამედროვე მმართველობისა და ლიდერობის საკვანძო თემებზე გენდერული ასპექტებისა და თავისებურებების გათვალისწინებით.

ქართველ პოლიტიკოს ქალებთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე მოწვეულები არიან გერმანიის მოხელეთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები ასტრიდ ჰოლმანი და ჰანს რიგერი.

GIZ-ის სამართლის პროგრამის პროექტი „პროფესიული განვითარების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მხარს უჭერს საჯარო სამსახურში პროფესიული განვითარების მდგრადი ინსტრუმენტების შექმნასა და განვითარებას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები