აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

VOGUE, ZOE Magazine და L’Officiel ბათუმზე სტატიებს ამზადებს

01 აგვისტო, 2019

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონში გავლენიანი მედიაგამოცემების VOGUE, ZOE Magazine, L’Officiel ჟურნალისტები იმყოფებიან და ბათუმის, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ ბლოგებსა და სტატიებს ამზადებენ. ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისა და ბათუმელი დიზაინერი თაკო მექვაბიძის ჩვენებაზე დაწრების შემდეგ მედიატურის მონაწილეებმა ქედაში იმოგზაურეს. მათ შორის არიან The Fierce Walker-ისა და whowhatwear-ის ინსტაგრამინფლუენსერები, რომელთა პოსტებს მოგზაურობისა და მოდის შესახებ სოციალურ ქსელებში მილიონობით მიმდევარი ეცნობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით წელს 400-ზე მეტ ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს უმასპინძლა.

„ჩვენ მოვიწვიეთ  ვოგის ჟურნალისტები ჩეხეთიდან, უკრაინიდან, ZOE Magazine-სა და  L’Officiel-ის ჟურნალისტები ამერიკიდან და იტალიიდან, ინსტაგრამ ინფლუენსერი დუბაიდან, ამერიკიდან, რათა მაქსიმუალურად მოხდეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით, განსაკუთრებით კი ჩვენს სამიზნე ქვეყნებში. ესენია გამოცემები და ინტაგრამინფლუენსერები, რომელთა რეკომენდაციებს, რჩევებს მილიონობით ადამიანი ენდობა და ითვალისწინებს.  ისინი ქმნიან ტრენდს ცხოვრების სტილსა და მოდაში. შესაბამისად, მათი მკითხველები და მიმდევრები ცდილობენ ამ ტრენდს გაყვნენ. ჩვენს ქვეყანასა და რეგიონს აქვს მრავალფეროვანი არჩევანი ტურისტებისთვის ზღვისა და მთის კომბინაციის, უგემრიელესი სამზარეულოს, ღვინის, კულტურისა თუ სხვა ტურისტული პროდუქტების სახით. ეს ყველაფერი კი ჩვენს სტუმრებს საშუალებას აძლევს საინტერესო კონტენტი შექმნან და შესთავაზონ მკითხველებს. ჟურნალისტების მოწვევას რეგიონში წლის ბოლომდე გავაგრძელებთ, რათა ჩვენს პოტენციურ ტურისტებამდე  მივიტანოთ ინფორმაცია რამდენად საინტერესო, მრავალფეროვანი და სტუმართმოყვარეა ჩვენი ქვეყანა,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგურმა. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები