აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ხულოში ჩანდლერის ჯიშის კაკლის ბაღი ტიტე აროშიძემ დაათვალიერა

02 აგვისტო, 2019

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის ,,მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობა’’- ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ელელიძეებში დაათვალიერა ფერმერ თამაზის შანთაძის მიერ გაშენებული ჩანდლერის ჯიშის კაკლის ბაღი.

სამრეწველო ბაღების გაშენებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ელელიძეებში ფერმერს დაუფინანსდა 330 ძირი კაკლის ნერგი, რომელიც 1 ჰა-ზე გააშენა. ფერმერი წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე 200 კილოგრამამდე მოსავალს ელოდება, ბაღის სრული მსხმოიარობის შემთხვევაში მოსავალი 6-7 ტონას მიაღწევს, რომლითაც მოამარაგებს ადგილობრივ ბაზარს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები