აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სოფელ გომარდულში საზაფხულო სკოლა გაიხსნა

05 აგვისტო, 2019

„გზა ევროპისკენ“ - ამ სახელწოდებით დღეს შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ გომარდულში საზაფხულო სკოლა გაიხსნა.

5 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით, საზაფხულო სკოლის მონაწილეები მოისმენენ სემინარებს შემდეგ თემატიკაზე: ევროკავშირის ისტორია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორციელება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, მითები ევროკავშირთან მიმართებაში, NATO-საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები.

გარდა ამისა, დაგეგმილია საგანმანათლებლო-შემეცნებითი და სპორტულ-კულტურული აქტივობები. საზაფხულო სკოლის მონაწილე, მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლის XI და XII კლასის 21 მოსწავლე, ესეების კონკურსით შეირჩა.

საზაფხულო სკოლის მიზანია მთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის (ქედა, შუახევი, ხულო) ახალგაზრდების მხარდაჭერა, მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტულ-კულტურული გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და ევროპული ღირებულებების შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.

პროექტი “გზა ევროპისკენ” - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

პროექტის ორგანიზატორია შუახევის ინტელექტ-კლუბი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები