აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

შავი ზღვის კვლევითი მონიტორინგი

06 აგვისტო, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და სხვა ოფიციალური პირები, შავი ზღვის ექსპედიციაში მონაწილე ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შეხვდნენ.

შავი ზღვის კვლევა მიმდინარეობს ,,შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესების“ პროექტის ფარგლებში და მას ევროკავშირი (EU) აფინანსებს 1.6 მილიონი ევროთი, სპეციალისტები შეისწავლიან წყლის ფიზიკურ-ქიმიურ და ჰიდრობიოლოგიურ პარამეტრებს, იხტიოფაუნის არსებულ მდგომარეობას და ზღვის ბიომრავალფეროვნებას 2020 წლის ბოლომდე.

კვლევები უახლესი ტექნოლოგიით ჩატარდება, მიღებული შედეგების საფუძველზე, შესაძლებელი იქნება შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისთვის ახალი მეთოდოლოგიების დანერგვა, რაც მნიშვნელოვანია შავი ზღვაში არსებული მდგომარეობის სრულყოფილად შეფასებისათვის და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. კვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია გავრცელდება როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში, ასევე მთლიანად ევროკავშირის მასშტაბით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები