აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სავაჭრო შესაძლებლობების პილოტირება სოფლის მეურნეობაში

08 აგვისტო, 2019

დღეს, სასტუმრო ,,ჰილტონში'' პროექტ სავაჭრო შესაძლებლობების პილოტირება სოფლის მეურნეობაში თანამამედროვე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის შექმნის AgroNet ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე ესწრებოდა. შეხვედრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო დაინტერესებული მხარეებისათვის ონლაინ პლატფორმა AgroNet-თან დაკავშირებული საკითხების გაცნობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს 2020 წლის ივნისამდე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის შექმნის გზით, სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სექტორების სავაჭრო შესაძლებლობების გაზრდას და მოდერნიზების ხელშეწყობას, რომელიც თავდაპირველად სამ ქვეყანაში: საქართველოში, ბულგარეთსა და რუმინეთში დაიტესტება.

მემორანდუმის განსახორციელებლად დაგეგმილია აქტივობები ექსპორტ-იმპორტის კვლევა სოფლის მეურნეობის 15 პროდუქტზე. აგრეთვე, მრავალენოვანი ვებ-პლატფორმის შექმნა, მისი საინფორმაციო წყაროებით უზრუნველყოფა, როგორც კომუნიკაციის საშუალება და საინფორმაციო ბაზის გაღრმავება, ცნობიერების ამაღლება ტრენინგების, სოციალური და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები