აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საზაფხულო სკოლა - "გზა ევროპისკენ"

12 აგვისტო, 2019

შუახევის ინტელექტ-კლუბის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლა - ,,გზა ევროპისკენ“ საზეიმოდ დაიხურა. მაღალმთიანი აჭარის ხულოს, შუახევისა და ქედის XI- XII კლასის 21-მა მოსწავლემ ხუთი დღის განმავლობაში, გომარდულში, ასოცირების ხელშეკრულებისა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ლექცია/ სემინარები მოისმინა. 

პროექტის ფარგლებში, მათთვის ჩატარდა სხვადასხვა ტიპის ტრენინგი, საგანმანათლებლო-შემეცნებითი და სპორტულ-კულტურული ღონისძიება. საზაფხულო სკოლის საზეიმოდ დახურვას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით მიქელაძე ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს საზაფხულო სკოლის მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ასევე, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ პროექტის ფარგლებში ჩატარებული ხატვის კონკურსისა და ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ გამარჯვებულები.

“გზა ვეროპისკენ” - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია.


იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები