აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ბათუმში თაფლის ფესტივალი გაიმართა

10 აგვისტო, 2019

ბათუმის ბულვარში თაფლის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდა ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და სხვა ოფიციალური პირები. თაფლის ფესტივალი მიზნად ისახავს მეფუტკრეობის დარგში აჭარის, როგორც წამყვანი რეგიონის პოპულარიზაციას და მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობას.

აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 40-ზე მეტი მეფუტკრე მონაწილეობდა, რომლებსაც საქართველოში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან დამზადებული პროდუქცია ჰქონდათ წარმოდგენილი. ფესტივალზე მისულ ვიზიტორებს გამოფენილი პროდუქციის დაგემოვნების და შეძენის საშუალება ჰქონდათ.

„მსგავსი ფესტივალები მნიშვნელოვანია, რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივ წარმოებას. განსაკუთრებით მეფუტკრეებისთვის არის ეს მნიშვნელოვანი. ისინი ამყარებენ ახალ კონტაქტებს, ეცნობიან ახალ ტექნოლოგიებს. გასაღების კუთხითაც მნიშვნელოვანია მსგავსი ფესტივალები და ჩვენი სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს როგორც ჩვენი წარმოების განვითარებას, ასევე დაეხმარება ფერმერებს გასაღების ბაზრების მოძიებაში“ - აღნიშნა ტიტე აროშიძემ.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო თაფლის თემატიკის ამსახველი გასართობი ღონისძიებები, კონკურსები, მასტერკლასები. ფესტივალი აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის თანაორგანიზებით ჩატარდა. ფესტივალის მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებული და არასამთავრობო ორგანიზაცია "მერსი ქორფსის" მიერ ინპლემენტირებული "კავკასიის ალიანსების პროგრამა ", ასევე ჩეხეთის რესპუბლილკის კარიტასის წარმომადგენლობა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი.

თაფლის ფესტივალს ზაფხულის სეზონზე ბათუმი უკვე მეხუთედ მასპინძლობს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები