აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმში პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება

14 აგვისტო, 2019

ბათუმი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. დღეს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის  სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ანდრო ენუქიძემ ისაუბრეს.
ბათუმში პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2019 წლის 7-20 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში ცნობილი, წამყვანი თეატრალური კომპანიები და დასები გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, რომელთა შერჩევა მოხდა დირექტორთა/ექსპერტთა საერთაშორისო საბჭოს მიერ.
ფესტივალის მიზანია რეგიონის კულტურული ცხოვრების გააქტიურება,  ცნობადობის გაზრდა  და  პოპულარიზაცია. ფესტივალს ჰყავს დირექტორთა/ექსპერტთა საერთაშორისო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია მსოფლიოში ცნობილი სათეატრო პროდიუსერებით, თეატრმცოდნეებით და ფესტივალების დირექტორებით.
საფესტივალო სპექტაკლებს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი უმასპინძლებს, რომელიც ყველა ტექნიკურ პარამეტრებს აკმაყოფილებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები