აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

გერმანული სამოგზაურო ჟურნალი აჭარაზე სტატიას ამზადებს

14 აგვისტო, 2019

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნების მედიასაშუალებებში. ამჯერად, აჭარის შესახებ ვრცელ სტატიას გერმანული სამოგზაურო ჟურნალი „MERIAN’’ ამზადებს, რომლის ჟურნალისტმაც რეგიონში მედიატურის ფარგლებში იმოგზაურა. სტატიაში, რომელიც ჟურნალში სექტემბერში გამოქვეყნდება ყურადღება აჭარის, როგორც ზღვისა და მთის ტურისტული პროდუქტებით მრავალფეროვან მიმართულებაზე გამახვილდება.

 

დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობის შესახებ სტატიებს/ბლოგებს აქვეყნებენ ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორებიცაა Vogue, კოსმოპოლიტანი, Zoe Magazine, Forbse, Emerging Europe  და ინსტაგრამ ინფლუენსერები. ჯამში, მიმდინარე წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სამიზნე ქვეყნებიდან რეგიონში 400-მდე ჟურნალისტმა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა იმოგზაურა.

 

რაც შეეხება გერმანიას, ის აჭარისთვის ახალი ევროპული ბაზარია, სადაც ბოლო წლებია რეგიონისა და ქვეყნის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ონლაინ რეკლამით, ასევე სატელევიზიო რეკლამით ისეთ წამყვან მედიაპლატფორმებზე ხორციელდება, როგორებიცაა  Duetsche Welle,  ადგილობრივი გერმანული ტელეარხები RTL და  N-TV. აჭარის

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები