აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

კონკრეტული დავალებები უწყებებს თხილის სეზონთან დაკავშირებით

29 აგვისტო, 2019

“შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემა საბოლოოდ დაძლეულია და ახლა უკვე მნიშვნელოვანია თხილის სეზონმა ჩაიაროს წარმატებით” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში მთავრობის სხდომაზე.

რეგიონის პირველმა პირმა ყველა შესაბამის უწყებას მისცა დავალება - რეგიონში თითოეულ ფერმერს ჰქონდეს, როგორც ლოჯისტიკური ასევე საინფორმაციო მხარდაჭერა, რათა თითოეული კილოგრამი თხილი იყოს მაქსიმალურ ფასად რეალიზებული.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე უახლოეს დღეებში ფერმერებს მიაწოდებს ამომწურავ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რამაც თხილის მოსავლის წარმატებით რეალიზება უნდა უზრუნველყოფს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები