აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე გზის სარემონტო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა, მუხრან კაკაბაძემ დაათვალიერა

27 აგვისტო, 2019

სამშენებლო ღონისძიებები კაპანდიბი-ახალსოფლის, ახალსოფელი-ავგიას, კალენდერე-დედათა მონასტრის, მახო-სიმონეთის, ჭოროხის ხიდი-მახო-ზანაქედის, თხილნარი-აგარას, განთიადი-მუკუტაძეების, აჭარისწყალი-კირნათის, კირნათის გზა-ზედა ჩხუტუნეთის, ხელვაჩაური-ზანაქიძეების, გოროდოკი-ახალშენი-ზედა წინსვლას, ქიმ. ფარმაც. ქარხანა-სალიბაური-ზედა სამებას, ფერია-მნათობის და ზედა ჭარნალის მეურნეობის საავტომობილო გზებზე ხორციელდება. აღნიშნულის ფარგლებში, სანიაღვრე არხები იწმინდება, გზის სავალი ნაწილი წესრიგდება, ხდება მოშანდაკება, პროფილირება და გვერდულების სარეველა მცენარეებისაგან გაწმენდა.


მიმდინარე წელს დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის, დაახლოებით 9,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საავტომობილო გზებზე 9,7 კმ. სიგრძის ასფალტობეტონის და 22 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი მოეწყობა, ასევე, 3 ახალი ხიდი და 73 ხელოვნური ნაგებობა აშენდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები