აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს შუახევის მუნიციპალიტეტში

03 სექტემბერი, 2019

🏗 შუახევი-დაბაძველის საავტომობილო გზაზე, ოქროპილაურის მიმართულებით, გზის რეაბილიტაცია და ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 1069800 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 700 გრძ.მ. სიგრძის საავტომობილო გზას, აშენდება რკინაბეტონის 54 მეტრი სიგრძისა და 6.3 მეტრი სიგანის სამმალიანი ხიდი და ხიდდთან მისასვლელი 351 გრძ.მ. ახალი გზის გაყვანა მოხდება.

🚧 ბუთურაულის საავტომობილო გზის 2,794 კმ. სიგრძის მონაკვეთზე მოეწყო ასფალტობეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 1 208 965 ლარს შეადგენს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 1840 გრძ.მ. სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა და 12200 კვ.მ ასფალტობეტონის საფარი მოეწყო.

➡ შუახევის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მშენებლობის სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა, მუხრან კაკაბაძემ დაათვალიერა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები