აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

თორნიკე რიჟვაძემ სასწავლო წლის დაწყება ლეღვას საჯაროს სკოლის მოსწავლეებს მიულოცა

16 სექტემბერი, 2019

ახალი სასწავლო წელი სოფელ ზედა ლეღვას მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და განახლებული სკოლა დაათვალიერა.

სკოლაში მთლიანად შეიცვლა ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. საგანმანათლებლო დაწესებულება ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

,,დილა დავიწყეთ ლეღვას საჯარო სკოლაში, რომელსაც ჩაუტარდა რეაბილიტაცია და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. მე მინდა ყველა სკოლის მასწავლებელს და მოსწავლეებს, განსაკუთრებით პირველკლასელს, მივულოცო დღევანდელი დღე და ყველას ვუსურვო წარმატებები. განათლება არის მართლაც ეროვნული იდეა, რომელიც შეძლებს ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

სასწავლო დაწესებულებების რეაბილიტაცია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ დახმარებით მოხდა. ზედა ლეღვას მეორე საჯარო სკოლაში სულ 200 მოსწავლე ირიცხება. რეგიონის პირველი პირის თქმით, წელს მუნიციპალიტეტში მდებარე 46 საჯარო სკოლიდან 8-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები