აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

თორნიკე რიჟვაძემ სოფელ წყავროკაში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა

16 სექტემბერი, 2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება გაიხსნა. ამ დრომდე პატარები სკოლის შენობაში განთავსებულ ბაღში დადიოდნენ. ადგილობრივებს საბავშვო ბაღის გახსნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა.

«ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველგან, დაახლოებით ამ სტანდარტის დაწესებულება გვქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველგან იყოს თანაბარი პირობები, რომ ჩვენი შვილები იზრდებოდნენ უსაფრთხო გარემოში. მიუხედავად იმისა, ეს იქნება სოფელი თუ ქალაქი, ყველგან ერთი სტანდარტი უნდა გვქონდეს.» - აღნიშნა რეგიონის პირველმა პირმა.

ამ ეტაპზე ბაღში 60 აღსაზრდელისთვის 3 ჯგუფი ფუნქციონირებს. 105 ბავშვზე გათვლილი შენობა ადაპტირებულია შშმ პირებზე, უზრუნველყოფილია თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით. მოწესრიგდა ეზო, მოეწყო ატრაქციონები გასართობი მოედანი.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის, ინვენტარიზაციისა და ეზოს მოწესრიგებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 650 ათასი ლარი დაიხარჯა. დღეისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში 29 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 3 500 აღსაზრდელი ირიცხება, რომლებთანაც 580 თანამშრომელი მუშაობს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები