აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე!

17 სექტემბერი, 2019

   16 სექტემბერს ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოსთან ერთად გასვლითი აქტივობა მოაწყო სტუდენტებისთვის.

   ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები სატყეო სააგენტოს სპეციალისტებმა ალპურ ბოტანიკურ ბაღს ასტუმრეს და ლექცია- სემინარის ჩატარების შემდეგ აჭარის მაღალმთიანეთში სააგენტოს მიერ წარმოებული ტყეთა აღდგენის პროცესი გააცნეს.

   1994 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის დღედ გამოაცხადა, რომელიც 1987 წელსოზონდამშლელი ნივთიერებების შესახებმონრეალის ოქმზე ხელის მოწერას ეძღვნება. ოზონის შრე გაზის მყიფე ფარია, რომელიც დედამიწას მზის მავნე სხივებისგან იცავს და ამგვარად პლანეტაზე სიცოცხლის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები