აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

სილეზიის სეიმიკის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი

18 სექტემბერი, 2019

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით სილეზიის სეიმიკის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება.

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, დელეგაციის წევრებს, მინისტრმა ზაალ მიქელაძემ უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, ნინო ნიჟარაძე, ზურაბ თენიეშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი და ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი, მალხაზ ხალვაში ესწრებოდნენ.

სილეზიის დელეგაცია, სეიმიკის თავმჯდომარის იან კავულოკის მეთაურობით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ეწვია და მის შემადგენლობაში, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, სილეზიის ფონდის ხელმძღვანელი და სავოევოდოს ვიცე-მარშალი ვოიცეხ კალუჟა შედიან.

სილეზიის დელეგაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მასპინძლობს. მხარეებს შორის გაფორმდა მემორანდუმი. დოკუმენტი, რომელსაც ორი მეგობარი ქვეყნის რეგიონული საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და იან კავულოკმა მოაწერეს ხელი, ევროინტეგრაციის, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების, კულტურის, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამასთან, პოლონელი სტუმრები გაეცნობიან რეგიონის ღირსშესანიშნაობებსა და პოტენციალს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები