აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საერთაშორისო საზღვაო კონფერენცია

19 სექტემბერი, 2019

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს 11:00 საათზე სასტუმრო შერატონში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის  ორგანიზებითა  და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ,  საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ლექტორთა ასოციაციის (IMLA)  რიგით 26- კონფერენცია გაიხსნება.

 

საერთაშორისო საზღვაო ლექტორების ასოციაცია - IMLA - აერთიანებს საზღვაო ლექტორებს მსოფლიო მასშტაბით. ქართველი ლექტორების ჩართულობა ასოციაციაში ქვეყნის მასშტაბის მნიშვნელობის საკითხია. მონაწილეები შეძლებენ ერთმანეთს გაუზიარონ საზღვაო სფეროში არსებული მიღწევები, პროფესიული გამოცდილება, გამოწვევები და დასახონ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.

 

IMLA- კონფერეცია პირველად ჩატარდა 1980 წელს და ამავე წელს დამტკიცდა წესდება, სადაც მკაფიოდ განისაზღვრა ასოციაციის მიზანი: „განვითარდეს კონტაქტები და თანამშრომლობა ყველა დისციპლინის საზღვაო ლექტორებს შორის. ასევე, ჩამოაყალიბდეს პროფესიონალ ექსპერტთა გაერთიანება “.

 

IMLA- კონფერეცია ტარდება ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა საზღვაო უნივერსიტეტებში. მაგალითად: 2018 . მანილა (ფილიპინები), 2016 . გალვესტონი (აშშ), 2015 . დურბანი (.აფრიკა), 2014. ქსიამენი (ჩინეთი), 2013 . საინტ ჯონი (კანადა), 2012 . ტერჩელინი (ჰოლანდია), 2011 . ოპატია (ხორვატია) და ..

 

ყოველ წელიწადს კონფერენციის ჩატარების მსურველებს შემოაქვთ განაცხადები და კონკურსის საფუძველზე ირჩევა გამარჯვებული ქვეყანა რომელიც უმასპინძლებს კონფერენციას მომავალ წელს.

 

2018 წელს IMLA- კონფერენციის მასპინძლობის კონკურსში გამარჯვებული გახდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.

 

2019 წლის 23-26 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი კონფერენციით ქართული მხარე თავის წვლილს შეიტანს კონფერენციის მიზნების შესრულებაში. ამით ჩვენ გავამყარებთ ჩვენს, როლს ასოციაციის რიგებში და ეს გაგვიხსნის შესაძლებლობას ქართველი სპეციალისტები აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო დონის პროექტებსა თუ კვლევებში.

 

კონფერენცია დაფინანსებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები