საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია
18 სექტემბერი, 2019
დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია: „დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“ გაიხსნა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ და ნაყოფიერი სამეცნიერო მუშაობა უსურვა.
ორი დღის განმავლობაში, 11 ქვეყნის 130 ცნობილი ექიმი სექციების მიმართულებით მოხსენებას წარმოადგენს მედიცინის სხვადასხვა დარგის აქტუალურ პრობლემატიკაზე. სესიაზე განხილული იქნება ზოგადი და მიმიინვაზიური ქირურგიის, სისხლძარღვთა ქირურგიის, უროლოგიის, ონკოლოგიის, გინეკოლოგიის, ინტერვენციული რადიოლოგიის, კარდიოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები.
კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა დარგის ექიმები, რეზიდენტები, სტუდენტები მკურნალობის და დიაგნოსტიკის სიახლეებს გაეცნობიან და კვალიფიკაციას აიმაღლებენ.
საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ექიმთა ასოციაციისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.
იხილეთ გალერეა