აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

19 სექტემბერი, 2019

ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ მედინასა და ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ღონისძიებას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილეები ნინო ნიჟარაძე, ზურაბ თენიეშვილი და ქ. ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე ესწრებოდნენ.

ორ სამედიცინო დაწესებულებას შორის დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, ბენეფიციარები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში ღებულობენ, ამიერიდან ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ მედინას სამედიცინო სერვისებითაც ისარგებლებენ.

"ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“ ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში რეგისტრირებულ პაციენტებს შესთავაზებს მაღალკვალიფიციურ, მაღალტექნოლოგიურ, ლაბორატორიულ კვლევებს და სხვა სამედიცინო სერვისებს" - განაცხადა ჯანმრთელობის ცენტრ მედინას გენერალურმა დირექტორმა ნინო ქაჯაიამ.

ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“ ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრს, ასევე დაეხმარება სამედიცინო კომპიუტერული პროგრამის AccuracyMed-ის დანერგვასა და განახლებაში, აგრეთვე კადრების გადამზადებაში აღნიშნული პროგრამის შესაბამისად.

მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება ძალაში დღეიდან შევიდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები