აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამინისტროს 2020 წლის პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართება

23 სექტემბერი, 2019

2019 წლის 24 სექტემბერს 11 საათზე  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში  სამინისტროს 2020 წლის პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართება.

საჯარო განხილვაზე მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, დეპარტამენტის უფროსები, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელები და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.

საჯარო განხილვას  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

საჯარო განხილვაზე დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისათვის. შეხვედრა დისკუსიის ფორმატით წარიმართება. დაინტერესებული მხარეების შენიშვნები და მოსაზრებები  განხილული იქნება სამინისტროს მიერ.

მისამართი : გუდიაშვილის ქუჩა N4

 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები