აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

2020 წლის პროგრამების პროექტების საჯარო განხილვა გაიმართა

24 სექტემბერი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის ფარგლებში, დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბილიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტისა და პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა. სამინისტრომ ფინანსური დოკუმენტი უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, სამინისტროს დაქვემდებარებულ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.

გეგმის თანახმად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 2 200 000 ლარით გაიზრდება და 55 400 000 ლარი იქნება. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 24 პროგრამას განახორციელებს.

საჯარო განხილვაზე სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ისაუბრა. სამინისტროს დარგობრივი დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საზოგადოებას 2020 წლის პროგრამები გააცნეს. სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტად რჩება.

2020 წლის ქვეპროგრამა ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება’’ წინა წელთან შედარებით გაზრდილია თითქმის 2 მლნ. ლარით და შეადგენს 9 248 500 ლარს.

 2020 წელს დაიწყება კიდევ 1 სკოლის მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2022 წელს.

 2020 წელს განხორციელდება 8 საჯარო სკოლის მშენებლობა, 17 საჯარო სკოლის სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები, საიდანაც 4 სკოლას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია.

განათლების მიმართულებით სამინისტროს მიერ 2020 წელს დაგეგმილია შემდეგი სიახლეები:

 საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა;

 პროფესიული განათლების ხელშეწყობა;

 ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა;

სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი 2020 წელს ათამდე პროგრამას, 40-მდე ღონისძიებას განახორციელებს. ღონისძიებები და პროექტები ახალგაზრდობის საჭიროების კვლევის მიხედვით იქნება გამოვლენილი. მათ შორის იქნება ისეთი ინოვაციური პროექტები, როგორიცაა სინემა პარკი, ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერა და სხვა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის კულტურის პროგრამები ბიუჯეტია 2 138 100 ლარი. კულტურის პროგრამების მთავარი პრიორიტეტია კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო განახორციელებს პროგრამას ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და განვითარება’’ რომელიც, ითვალისწინებს აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციას, მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურის მოწყობას, არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას აჭარაში და ძეგლების პოპულარიზაციას და მარკეტინგულ მხარდაჭერას, პროგრამის ბიუჯეტია 1 958 000 ლარი.

აჭარის სპორტის დეპარტამენტი 2020 წელს განახორციელებს სპორტის ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც მოიცავს 4 ქვეპროგრამას, პროგრამის ბიუჯეტია 2 710 960 ლარი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები