აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

25 სექტემბერი, 2019

2019 წლის 24 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი საქართველოში გაეროს ბავშთა ფონდის UNICEF-ის წარმომადგენელს ღასენ ხალილს, განათლების პროგრამების ხელმძღვანელს მაია ყუფარაძეს, ხელმძღვანელის თანაშემწეს ეთერ კირცხალიასა და საქართველოში იუნისეფის ადმინისტრაციის უფროსს ვახტანგ ახალაძეს შეხვდა. შეხვედრას სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თეა ჭანტურიშვილი ესწრებოდა.
მინისტრი მიესალმა სტუმრებს და გაეროს ბავშთა ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოხატა. მხარეები შეთანხმდნენ არაფორმალური განათლების სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაში.

საქართველოში UNICEF-ის მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს საქართველოს მასშტაბით წარმატებით განხორციელებული ღონისძიებების ნუსხა გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის პოპულარიზაციას დაუთმო. https://www.unicef.org/georgia/ka მხარეები შეთანხმდნენ, რომ აჭარის მასშტაბით 3 საპილოტე სკოლა იქნება არჩეული, რომელშიც ყველა პედაგოგი, მოსწავლე და სკოლის ტექნიკური თანამშრომელი გაივლის ტრენინგებს გაეროს ბავშვის უფლებების შესახებ. აღნიშნულ კონვენციას საქართველო 1994 წელს შეუერთდა.
გაეროს ბავშთა ორგანიზაცია აჭარის მხარეს მიაწვდის ყველა საჭირო დიდაქტიკურ მასალას, რომელიც საშუალო და უმაღლეს საგანმანათლებლო ორგანიზაციებს დასჭირდებათ, რათა ყველა ბავშვმა თუ ზრდასრულმა უკეთ იცოდეს თავისი უფლებები. ხაზი განსაკუთრებულად გაესვა პედაგოგიკის სწავლების გაძლიერების აუცილებლობას, რადგან მსოფლიოს პედაგოგების კლასიფიკაციის რეიტინგში საქართველოს უკეთესი მაჩვენებელი შეიძლება ჰქონდეს. ამისთვის UNICEF და საქართველოში ესტონეთის საელჩო აქტიურად ეხმარება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ისეთი პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა: „ვასწავლოთ თამაშით“ და „ახალი სკოლის მოდელი“.
მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ 2019 წლის ნოემბერში UNICEF-ის დელეგაცია საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად ისევ დაბრუნდება აჭარაში, რათა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები