საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - "აჭარის აგრარული შესაძლებლობები"
03 ოქტომბერი, 2019
აჭარა მე-4 საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს "აჭარის აგრარული შესაძლებლობები" მასპინძლობს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ფორუმის დელეგატებს მიესალმა. ჯაბა ფუტკარაძემ აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აჭარაში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით უცხოელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა.
საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი დღეს გაიხსნა და 4 ოქტომბერს დაიხურება
იხილეთ გალერეა