აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარაში ე.წ „ოცნების ქალაქის“ პროექტის განხორციელება მიმდინარეობს

02 ოქტომბერი, 2019

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი „ოცნების ქალაქში“ იმყოფებოდნენ.

ჯაბა ფუტკარაძე და ზაალ მიქელაძე მოსახლეობას შეხვდნენ და მათ „ოცნების ქალაქის“ პროექტის დიზაინი გააცნეს.

მთავრობის წარმომადგენლებმა პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ ისაუბრეს და მოსახლეობას მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ამ დროისთვის „ოცნების ქალაქის“ პროექტირება დასრულებულია, ძალიან მალე გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე და დაიწყება მშენებლობა.

2019 წლის აჭარის ა.რ რესპუბლიკურ ბიუჯეტში „ოცნების ქალაქის“ პროექტისთვის 3 750 000 ლარია გათვალისწინებული, 2020 წელს კი ამავე პროექტისთვის 12 000 000 ლარი დაიხარჯება.

„ყველა ის დაპირება, რომელსაც ჩვენ გავცემთ, მათ შორის „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით, რომ ეს დასახლება გადაიქცევა ნამდვილ „ოცნების ქალაქად“, უპირობოდ იქნება შესრულებული. უპრეცენდენტო გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იმ მძიმე სოციალური მდგომარეობით, რომელიც ჩვენ იქ ადგილზე გასვლისას დაგვხვდა. ეს იყო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი სოციალური პრობლემა და ჩვენმა მთავრობამ მიიღო საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილება“-„ოცნების ქალაქის“ მიმდინარე პროექტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები