აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

თინათინ ზოიძემ აჭარა ზალცბურგის ევროპის სამიტზე წარადგინა

08 ოქტომბერი, 2019

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე ზალცბურგის ევროპის სამიტს ესწრება. ღონისძიებაზე, რომელშიც 20-ზე მეტი ევროპული ქვეყნის ოფიციალური პირი მონაწილეობს, თინათინ ზოიძემ აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. სამიტზე სიტყვით გამოსვლისას  რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენასთან ერთად  მან  საქართველოს ევროპულ მომავალსა და ამ კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

ზალცბურგის ევროპის სამიტი ავსტრიაში ევროპის რეგიონების ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება, რომელშიც ევროპის 23 ქვეყნის 130 რეგიონი, ქალაქი, მუნიციპალიტეტი და საწარმოა გაერთიანებული. მათ შორისაა აჭარა, რომელიც ევროპის რეგიონთა ინსტიტუტში 2012 წელს გაწევრიანდა. სამი დღის განმავლობაში პარლამენტარები, ევროკომისიის წევრები და სხვა ოფიციალური პირები ევროპასა და მშვიდობაზე საუბრობენ, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით.

ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბება, როგორც საზოგადოებრივი, ასევე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მათი ინტერესების მხარდაჭერა. ზალცბურგის ევროპის სამიტი 6 ოქტომბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები