აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მოსაპოვებლად

08 ოქტომბერი, 2019

დღეს, სასტუმრო ,,ჰილტონში’’ საქართველოს დაცული ტერიტორიების UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარდგენასთან დაკავშირებით, შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.

გამართულ კონფერენციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი, აჭარის მთავრობისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორია - მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები პირველად, საქართველოს ისტორიაში, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მოსაპოვებლად მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინეს.

მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად ნომინირების ინიციატივა, 2017 წლიდან გერმანიის მთავრობის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და მიხეილ ზუკოვის ფონდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება და უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს ქვეყნისთვის.

დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მნიშვნელობის ბუნებრივი ობიექტების მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55