აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამინისტროს დაფინანსებით საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება

09 ოქტომბერი, 2019

 2019 წლის 11 ოქტომბერს, 17:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის N55 აუდიტორიაში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია „ბიზანტინოლოგია საქართველოში -5“.

კონფერენციის მიზანია თანამედროვე ბიზანტინოლოგიასა და ზოგადად ჰუმანიტარულ მეცნიერებებში  დღეისათვის  არსებული ახალი მიმართულებებისა და კვლევების უახლესი, ინოვაციური მეთოდების, კერძოდ კი ციფრული ჰუმანიტარიის მიღწევების წარმოჩენა და მათი პოპულარიზება საქართველოში.

კონფერენციაზე იმუშავებს რვა სექცია: ფილოსოფია, თეოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა, ლინგვისტიკა, წყაროთმცოდნეობა და ხელოვნებათმცოდნეობა.

კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო ცენტრებს წარმომადგენლები, ასევე მეცნიერები საბერძნეთიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან, თურქეთიდან და აშშ-იდან.

კონფერენცია დაფინასებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები