აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

თორნიკე რიჟვაძემ შვედეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

11 ოქტომბერი, 2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ულრიკ ტიდესტრომთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, რაც რეგიონულ დონეზე წარმატებული თანამშრომლობით გამოიხატება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა შვედ დიპლომატს საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისთვის და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ულრიკ ტიდერსტომმა ისაუბრა შვედეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მრავალი მიმართულებით არსებობს განვითარების პოტენციალი, იქნება ეს ეკონომიკა, კულტურა თუ ინვესტიციები.

აღსანიშნავია, რომ საქართველო და შვედეთი თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, თავდაცვა, საერთაშორისო განვითარება და ა.შ. ევროკავშირის ქვეყნებიდან, შვედეთი 2005 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორია საქართველოსთვის.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები