აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ოლიმპიადებში და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება

11 ოქტომბერი, 2019

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით 2018 წელს ჩატარებული კონკურსებისა და საგნობრივი ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.

საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები და მათი მასწავლებლები ლეპტოპებით, პლანშეტებითა და დიპლომებით აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა თორნიკე რიჟვაძემ და დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა, რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ, მოადგილემ ალექსანდრე დავითაძემ და მოადგილემ აკაკი ძნელაძემ დააჯილდოვეს.

ღონისძიება გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის "განათლების ხარისხის გაუმჯობესება“ ქვეპროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში, რომლის მიზანია სწავლისა და სწავლების მოტივაციის გაზრდა. ღონისძიებაზე სულ დაჯილდოვდა 121 მოსწავლე და 73 მასწავლებელი.

კონკურსებსა და ოლიმპიადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2012 წლიდან ახორციელებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები