აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სსიპ - ბათუმის სახელმწიფო საზღავაო აკადემიაში ქეთევან გურჩიანის საჯარო ლექცია გაიმართება

17 ოქტომბერი, 2019

2019 წლის 18 ოქტომბერს 11:00 საათზე  და 19 ოქტომბერს  12:00  საათზე,  სსიპ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკაში (მისამართი: ბათუმი, რუსთაველის გამზირი ქ. N53) ლექციას თემაზე „აკადემიური პატიოსნება - პლაგიატი“ წაიკითხავს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი ქეთევან გურჩიანი.    


ლექციების ციკლი შეეხება აკადემიური პატიოსნების, კერძოდ, პლაგიატის საკითხებს. ლექციის ძირითადი თემებია: პლაგიატთან დაკავშირებული მდგომარეობა საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, პლაგიატის ძირითადი სახეები, პლაგიატის თავიდან აცილების გზები და სხვა. 


საჯარო ლექცია გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ - მასწავლებლებისათვის, ასევე, საზოგადოების ფართო წრეებისათვის.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები