აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

„სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 153 სტუდენტი დაფინანსდა

22 ოქტომბერი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების” პროგრამის ფარგლებში ახორციელებს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი  განათლების  პირველ საფეხურზე - ბაკალავრიატზე და მეორე საფეხურზე - მაგისტრატურაზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებას. 

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი კატეგორიის სტუდენტების დაფინანსებას:

• სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან;

• მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი ან მეტი შვილი;

• დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;

• სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა ან ნაკლები.

კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება მიმდინარეობდა 2019 წლის 01 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით.

საკონკურსო კომისიამ გამოავლინა 153 გამარჯვებული სტუდენტი. მათ შორის პირველი საფეხურის 138 სტუდენტი და მეორე საფეხურის 15 სტუდენტი.   დაფინანსებულ სტუდენტებს შორის  არის  სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  90 სტუდენტი,  სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის საზღვაო აკადემიის  - 27 სტუდენტი, სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის - 7 სტუდენტი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები