აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ტურიზმის განვითარების სკოლა - უფასო ტრენინგები გიდებისთვის

25 ოქტომბერი, 2019

აჭარაში გიდების გადამზადების მორიგი ეტაპი დასრულდა. ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის „ტურიზმის განვითარების სკოლა“ ფარგლებში ტრენინგები 40-მდე დამწყებმა და მოქმედმა გიდმა მაჭახელას, ქედისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გაიარა.

თეორიულ-პრაქტიკული კურსისას გიდებს ლექციები ეთნოგრაფიის, ექსკურსმცოდნეობის, გიდის ფსიქოლოგიის, პირველადი დახმარების, არქიტექტურის, ფოლკლორის, ბათუმისა და ზოგადად, საქართველოს ისტორიის შესახებ ჩაუტარდათ. პრაქტიკული ტურებისას კი ტრენინგის მონაწილეები მარშრუტებზე არსებულ ტურისტულ პროდუქტებს, სერვისებსა და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გიდების გადამზადებას აქტიურად 2017 წლიდან ანხორციელებს. დღემდე რეგიონში 150-მდე მოქმედი და დამწყები გიდი დაცული ტერიტორიების, ბათუმისა და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდა. სატრენინგო პროგრამა გიდებისთვის უფასოა და მასში მონაწილეობა რეგიონში მოქმედ ნებისმიერ გიდს შეუძლია.
ჯამში, დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამა ბოლო წლებში ტურიზმის სექტორში დასაქმებულმა 2700-ზე მეტმა პირმა გაიარა. მათ შორის საოჯახო-სასტუმრო სახლების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა და გიდებმა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები