აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ტყის ბუნებრივი განახლება

28 ოქტომბერი, 2019

სოფლის მეურნეობის მინისტრი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსთან და სსიპ სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ხულოს სატყეო ადმინისტრაციაში ზეგნის სატყეოში მწვანე ტბის, ლოდიძირის და ბეშუმის მონაკვეთზე იმყოფებოდა.

ტიტე აროშიძემ აჭარის სატყეო სააგენტოს 2019 წლის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ,,სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურების (ტყის ბუნებრივი განახლება: შემოღობვა-აჩიჩქვნა)" ფარგლებში მიმდინარე სამუშაოეებს გაეცნო.

პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები 100 ჰ. ფართობზე მიმდინარეობს, შეიღობა აკაციის ბოძებით და ეკლიანი მავთულით. განთავსდა ბანერი და რკინის ჭიშკარი. მიმდინარეობს ნიადაგის 8-10 სმ-ით აჩიჩქვნა. აღნიშნული პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება და ამ დროისათვის 650 ჰ-ზე მეტი დეგრადირებული ფართობია აღდგენილი.

პროგრამის მიზანია, ტყის დეგრადაციის შეჩერება, ბუნებრივი და ანთროპოგენული ზემოქმედებისაგან დაცვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები