აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარა იაპონიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინეს

28 ოქტომბერი, 2019

 
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს პოპულარიზაცია იაპონიის საერთაშორისო ტურსტულ გამოფენაზე Jata Tourism Expo Japan  გაუწია. რეგიონისა და ზოგადად, ქვეყნის ტურისტული პოტენციალი დეპარტამენტმა გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად წარადგინა.

საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართული ღვინო და ჩურჩხელა დაეგემოვნებინათ, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ქვეყნის ტურისტული პროდუქტების, სერვისებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. იაპონიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას ყოველწლიურად 150,000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრება და მასში მონაწილეობას 150-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია, კომპანია ღებულობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი იაპონიის ჩათვლით წელს, 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს და უწევს პოპულარიზაციას რეგიონს. რაც ერთის მხრივ ხელს უწყობს პოტენციურ ტურისტებთან უშუალო კომუნიკაციას, მეორე მხრივ კი საქმიანი ურთიერთობების დამყარებას ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები