აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საფრანგეთის ელჩი სტუმრად ბათუმის N8 სკოლაში

08 ნოემბერი, 2019

დღეს, საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კალასი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლას ეწვივნენ და მეათე კლასის ფრანგული ენის გაკვეთილს დაესწრნენ. 

აჭარაში ფრანგული ენა ისწავლება 10 სკოლის 38 კლასში და დაახლოებით 1000-ზე მეტი მოსწავლე ეუფლება ამ ენას.

  “ჩვენ დარწმუნებული ვართ ფრანგული ენის შესწავლით ახალგაზრდები თავის ცხოვრებაში შეიტანენ ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციას. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ, რომ მოსწავლეებმა შეითვისონ და შეიყვარონ ევროპული ენები. ასევე, შემდგომში ჩვენი და საელჩოს პროგრამების დახმარებით შეძლონ სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ, რაც ბუნებრივია მათ მომავალზე და ჩვენი რეგიონის განვითარებაზე იქონიებს დადებით გავლენას“ - აღნიშნა მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

საფრანგეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციას ფრანგული ენის სწავლებისთვის და აღნიშნა, რომ საფრანგეთის საელჩო ყველა იმ სკოლის გვერდით იქნება, სადაც ფრანგული ენა ისწავლება. 

სკოლაში შეხვედრას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი თემურ თხილაიშვილი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები