კონკურსი
11 ნოემბერი, 2019
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შიდა აუდიტის დეპარტამენტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე კონკურსი მიმდინარეობს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე კონკურსი მიმდინარეობს. კონკურსის მეორე ეტაპზე 58 კანდიდატიდან 27 კონკურსანტი გადავიდა.
კონკურსის მეორე ეტაპი - ტესტირება საკანონმდებლო აქტებში, მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ბათუმის ფილიალში გაიმართება (მის. ბაქოს ქუჩა N8).
ტესტირება 11 სთ-ზე ჩატარდება.
კონკურსის შესახებ ინფორმაციას კონკურსანტები, განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებენ.
იხილეთ გალერეა