11 ნოემბერი - ენერგოეფექტურობის დღე!
12 ნოემბერი, 2019
11 ნოემბერს
ენერგოეფექტურობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აჭარის გარემოს დაცვისა
და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ორგანიზებითა და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს
ხელშეწყობით, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
გასვლითი ლექცია-სემინარი გაიმართა.
ახალგაზრდებს
შუახევის ლაბორატორია სტუმრობდა სადაც მავნებლებთან ბრძოლის სამსახურის უფროსმა რეზო
ვასაძემ საინტერესო ლექცია წაიკითხა და ტყის მავნებლებთან დაკავშირებით წამოჭრილ სტუდენტთა
შეკითხვებს უპასუხა.
ლექციის დასრულების
შემდგომ სტუდენტებმა დეტალურად დაათვალიერეს ლაბორატორიის ტექნიკური აღჭურვილობა, გაეცნენ
მისი მუშაობის სპეციფიკას და სრული წარმოდგენა შეიქმნეს იმ პროცესების შესახებ რომლებიც
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტყეების მოვლა-პატრონობის საქმეში.
იხილეთ გალერეა