მინისტრის ვიზიტი ბელარუსიის რესპუბლიკაში
13 ნოემბერი, 2019
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე მოადგილე რუსლან ქორიძესთან ერთად ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის მინისტრს ანატოლი ხატკოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროში სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის საკითხები.
შეხვედრაზე მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებით. ტიტე აროშიძემ ქართული მანდარინის საექსპორტო შესაძლებლობებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებებზე ისაუბრა.
ანატოლი ხატკოვმა ვრცლად ისაუბრა მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და ბელარუსის რესპუბლიკაში ქართული მანდარინის ექსპორტის ზრდის სურვილი გამოთქვა.
იხილეთ გალერეა