აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის პოპულარიზაცია 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა

21 ნოემბერი, 2019

ამ წუთებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს ბარსელონას საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე უწევენ პოპულარიზაციას.

"BTM World" საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც წელს ტურიზმის ბიზნესიდან 141 ქვეყნის 15,000 ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობს.


გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვედრებსა და პრეზენტაციებს მართავენ აჭარის ტურისტული პოტენციალისა და საქმიანი ტურიზმის განვითარების პერსპექტივების შესახებ, მათ შორის მიუნხენის, ვარშავის, ტალინისა და დუბაის საკონვენეციო ბიუროების წარმომადგენლებთან, ასევე ტურისტულ კომპანიებთან და ასოციაციებთან. ბარსელონას საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 19 ნოემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების წარმოჩენის მიზნით 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები