აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ა(ა)იპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია გაიმართება

22 ნოემბერი, 2019



2019 წლის 22 ნოემბერს 18:15 საათზე,  ა(ა)იპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში (მისამართი: ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. N21) ლექციას თემაზე  "ადამიანი და თავისუფლება" წაიკითხავს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი - გიორგი კეკელიძე.

ლექციის თემა "ადამიანი და თავისუფლება" ეხება ადამიანისთვის ყველაზე ძვირფას მონაპოვარს-თავისუფლებას. ლექციაზე საუბარი იქნება კაცობრიობის თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაზე. თავისუფლება - კანონისა და სამართლისაგან შედუღაბებული ციხესიმაგრე, რომლის გამძლეობა და ხარისხი მისი მშენებლების კეთილსინდისიერებასა და ოსტატობაზეა დამოკიდებული.  განათლებული და მაღალი სულიერი კულტურის მქონე ადამიანია თავისუფალი, გრძნობს მის ფასს და არასდროს ართმევს სხვას თავისუფლებას. რასაც ვერ ვიტყვით მონურ ყოფას შეგუებულ ინდივიდზე.

„რა არის თავისუფლება?“ ილია დამაჯერებლად გვიხსნის და გვისაბუთებს თავისუფლება არსს. როგორც დიდი მოაზროვნე და ასევე, მოსამართლე თვლის, რომ ადამიანის თავისუფლებას დემოკრატიული და სამართლიანი წესრიგი იცავს - მას სწორედ ასეთი წესრიგის დაცვა აძლიერებს და არა თავგასული უწესრიგობაო.

საჯარო ლექცია გათვალისწინებულია   საზოგადოების ფართო წრეებისათვის.

 

 



იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები