აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ვროცლავის ბიზნეს ფორუმს დაესწრო

22 ნოემბერი, 2019

ვიზიტის ფარგლებში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ვროცლავის ბიზნეს ფორუმს დაესწრო. პოლონეთში ბიზნესის წარმომადგენლების მასშტაბურ შეხვედრაზე აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა. ბიზნეს ფორუმზე პოლონელი ბიზნესმენები აჭარის საინვესტიციო გარემოს, საპრივატიზაციო ობიექტებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ბიზნესმენებთან შეხვედრისას აჭარის ეკონომიკურ განვითარებაზე და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა. მინისტრმა პოლონეთთან არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და სამომავლოდ ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე გააკეთა აქცენტი.

ვროცლავის ბიზნეს ფორუმს ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალი ცეზარ პშივილსკი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები