აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში გიდებისთვის საინტერესო ტრენინგები იწყება

22 ნოემბერი, 2019

24 ნოებრიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მოქმედი და დამწყები გიდებისთვის ახალ სატრენინგო პროგრამას იწყებს. ბათუმის ცნობილი შენობები, ეზოები და მათი ისტორიები, ბათუმი კინოში, ბათუმი და პიროვნებები, ქართული მითოლოგია და ქორეოგრაფია ის ძირითადი თემებია, რომლის თეორიულ-პრაქტიკულ ლექციებზე დასწრებაც გარდა გიდებისა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ტურიზმის დეპარტამენტში  შეეძლება.

ტრენინგის თემები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში მოქმედი გიდების გამოკითხვის შედეგად შეიმუშავა. მასზე დასწრების მსურველებს კი რეგისტრაციის გავლა  ონლაინ  შემდეგ ბმულზე https://cutt.ly/ceCp6uZ  შეუძლიათ. სატრენინგო პროგრამა, ისევე როგორც დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სხვა ტრენინგები  უფასოა.

პროგრამა:

ტრენინგის თემა

თარიღი

ბათუმი კინოში

25 ნოემბერი, 18:30-21:30

ბათუმი და პიროვნებები

28 ნოემბერი, 18:30-21:30

ქალაქის ცნობილი შენობები და მათი ისტორიები

29 ნოემბერი, 14:00-18:00

(გასვლითი ტური)

საქართველოს ეკონომიკა

30 ნოემბერი, 17:00-20:00

1 დეკემბერი, 17:00-20:00

ქართული მითოლოგია

6 დეკემბერი, 18:30-21:30

ქართული ქორეოგრაფია

7 დეკემბერი, 18:00-21:00

8 დეკემბერი, 18:00-21:00

ბათუმური ეზოები, აივნები და კარები

8 დეკემბერი, 14:00-18:00

 

პარალელურად იწყება ინგლისური ენის კურსების ახალი ეტაპი მაჭახელას, გოდერძისა და სახალვაშოს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის მაჭახელაში ენის კურსის პირველი, კურორტ გოდერძიზე მესამე, ხოლო სახალვაშოში მეორე  ეტაპი. დღემდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა  რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით  ტურიზმის ბიზნესში დასაქმებულ 3000-მდე პირს ჩაუტარა ტრენინგ-სემინარი, რაც 2020 წელშიც აქტიურად გაგრძელდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები