აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში გიდების ტრენინგები „ბათუმი კინოში“ თემით გაიხსნა

27 ნოემბერი, 2019

ბათუმის, როგორც კინოგადაღებებისთვის საინტერესო ქალაქის ისტორიით გაიხსნა ტრენინგების პირველი დღე აჭარაში მოქმედი გიდებისთვის. ტრენინგის თემა, რომელიც გიდებს ქალაქის კინოტურისა და მარშრუტის დაგეგმვაში დაეხმარება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მათთან კონსულტაციის შედეგად შეიმუშავა. ის კინოდოკუმენტალისტმა და ხელოვნებათმცოდნე ოლიკო ჟღენტმა წაიკითხა.

საშემოდგომო ტრენინგებისას გიდები თეორიულ-პრაქტიკულ ლექციებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე გაივლიან, როგორებიცაა ბათუმის ცნობილი შენობები, აივნები, ეზოები, ქალაქთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები და მათი ისტორიები, ქართული მითოლოგია და ქორეოგრაფია.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის ქალაქის ტური გახდეს უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი. ამიტომ გიდებთან კონსულტაციის შედეგად ჩვენ შევკარით საშემოდგომო სატრენინგო კურსი, რომელიც მოიცავს ქალაქის მნიშვნელოვან ისტორიულ-კულტურულ თემებსა და საკითხებს. ეს თემები ერთის მხრივ საშუალებას მისცემს გიდებს ინდივიდუალურადაც განავითარონ ბათუმის ტური და ტურისტებთან უფრო საინტერესოდ წარმოაჩინონ ჩვენი ქალაქი. მეორეს მხრივ კი, უკვე ჩვენ ვგეგმავთ სახელმძღვანელოს გამოცემას, სადაც ბათუმის სხვადასახვა თემატიკის ტურები ერთად იქნება თავმოყრილი, რაც დამწყებ გიდებს დაეხმარება  საინტერესოდ დაგეგმონ ქალაქის ექსკურსიები,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტრენინგებზე  დასწრება გარდა გიდებისა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 8 დეკემბრამდე შეუძლია (რეგისტრაცია - https://cutt.ly/ceCp6uZ). სატრენინგო პროგრამა, ისევე როგორც დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სხვა ტრენინგები  უფასოა.

 

პროგრამა:

ტრენინგის თემა

თარიღი

ბათუმი და პიროვნებები

28 ნოემბერი, 18:30-21:30

ქალაქის ცნობილი შენობები და მათი ისტორიები

29 ნოემბერი, 14:00-18:00

(გასვლითი ტური)

საქართველოს ეკონომიკა

30 ნოემბერი, 17:00-20:00

1 დეკემბერი, 17:00-20:00

ქართული მითოლოგია

6 დეკემბერი, 18:30-21:30

ქართული ქორეოგრაფია

7 დეკემბერი, 18:00-21:00

8 დეკემბერი, 18:00-21:00

ბათუმური ეზოები, აივნები და კარები

8 დეკემბერი, 14:00-18:00

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები